workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

მე არ შემიძლია მატჩის ანალიზირება, არ შემიძლია დავწერო სტატია, არ შემიძლია ტაქტიკის არჩევა, მაგრამ ამ საიტზე ყველაფერი შემიძლია. ეს თქვენც შეგიძლიათ. შეგიძლიათ დაწეროთ თქვენს ემოციებზე, ფაქტებზე, სტატისტიკაზე და ა.შ. ამის ძალას “ბარსელონას” სიყვარული გაძლევთ. უნდა გვეამაყებოდეს, რომ “კულეები” ვართ. დღეს მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებულ ადამიანზე.

ობიექტი: პედრო როდრიგეს ლედესმა

ზედმეტი სახელი: პედრიტო, გრანდ პედრო, სუპერ პედრო, დონ პედრო, წმინდა პედრო

დაბადების თარიღი: 1987 წლის 23 ივლისი

დაბადების ადგილი: კანარის კუნძულები

სიმაღლე: 169 სმ

ამპლუა: თავდამსხმელი

ნომერი: 17

 

კანარის კუნძულებზე დაბადებული ყმაწვილი, როგორც ყველა სხვა ბიჭები, ფეხბურთს ადრეული ასაკიდანვე თამაშობდა. იგი 16 წლის იყო, როცა თამაში კანარულ კლუბში, “სან–ისიდროში” დაიწყო და საერთოდ არავინ არ წინასწარმეტყველობდა, რომ მისგან ვარსკვლავი დადგებოდა. ის იყო უბრალოდ პედრო, რომელიც ბევრს ვარჯიშობდა და რაღაცის მიღწევას ცდილობდა. რით ჩამორჩება მას ბოიანი? ისინი ხომ ზუსტად ერთნაირები არიან: ორივე ნიჭიერი ახალგაზრდები… მაგრამ მაინც და მაინც პედრიტო, მაინც და მაინც პედრომ უნდა ითამაშოს ძირითადში, ხოლო კრკიჩმა მას შორიდან, სათადარიგოთა სკამიდან უნდა უცქიროს და მხოლოდ ბოლო 5 წუთის განმავლობაში გამოჩნდეს მოედანზე. როდესაც როდრიგესი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ბოიანი ამ ყველაფერს გულდაწყვეტილი ტელევიზორში უყურებდა. რატომ? მან ჯერ კიდევ 2007 წელს გაიბრწყინა, პედრო კი არც თუ ისე დიდი ხანია რაც გამოჩნდა მსოფლიო სარბიელზე. რომელი ნომერი ჯობია 17 თუ 11? არა მე მაპატიეთ, 11 კი არა 9; 17 თუ 9? თავად შეადარეთ.

სუპერ პედრო “ბარსელონაში” 2004 წლიდან ირიცხება. მან ორი წელი იბრძოლა, რათა “ბარსა ბ”–მდე მიეღწია. იქ 55 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა (რა ნომერია პედრო?). იმ დროისათვის მისი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა იყო. როდესაც ხოსეპი “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მან მოკიდა როდრიგესს ხელი და თან გამოიყოლა იმიტომ, რომ იცოდა, თუ რა შეეძლო ამ ყმაწვილს. ახლა უკვე ჩვენც ვიცით მესის არყოფნაში ვინ იქნება კლუბში მთავარი გოლეადორი. პედროს აქვს ყველა თვისება, რაც იდეალურ ფეხბურთელს სჭირდება: იგი სწრაფია, ბრწყინვალედ ფლობს ბურთს და აქვს შესანიშნავი დარტყმა. ამდენს რატომ ვლაპარაკობ? აი, თქვენ თვითონ ნახეთ:

 

ახლა კი საინტერესო სურათი:

კიდევ ერთი:

ტორესი პედროს გამოჩენამდე:

ტორესი პედროს გამოჩენის შემდეგ:

 

მემგონი საკმარისია სურათები. ჩვენ გვიყვარს პედრო. მან უკვე დაამტკიცა თუ რას წარმოადგენს და უკვე ყველა “კულეს” სწამს მისი.

პ.ს. შემდეგში ტიაგო ალკანტარას ბიოგრაფიას შემოგთავაზებთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში