“ბარსელონას” ლეგენდარული კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა არ გამორიცხავს, რომ კატალონიელთა ლიდერის, ლიონელ მესის გამოსასყიდი თანხა, 300 მილიონი ევრო რომელიმე კლუბმა მართლაც გადაიხადოს.
“ვერ გეტყვით. შესაძლოა, რომელიმე კლუბმა გადაიხადოს კიდეც, თუ ასეთი თანხის დახარჯვაზე თანხმობას განაცხადებს. ვინც იცის, იქნებ ესეც მოხდეს.” – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მესის გამოსასყიდი თანხის გადახდას სწორედ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” აპირებს.



