workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ერკულესი” 0:3 “ბარსელონა” – ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“ერკულესი” 0:3 “ბარსელონა” – ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

მოგეხსენებათ კატალონიის “ბარსელონას” მარჯვენა ფლანგის ბატონ–პატრონს, დანი ალვესს ტრავმა აწუხებდა, რის გამოც 10 დღე მოედანზე არ გამოსულა. ტრავმის გამო ბრაზილიელმა ვარსკვლავმა დაპირისპირებები “რასინგთან”, “ბეტისთან” და “ალმერიასთან” გამოტოვა, რაზეც იგი ძალიან წუხს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ასეთი კომენტარი გააკეთა: “თავს ფენომენალურად ვგრძნობ. თამაშის გარეშე ყოფნა ჩემთვის საუცხოოა.”

ალვეშმა ასევე განაცხადა, რომ “ტრიუმფით დაბრუნება ყოველთვის მნიშვნელოვანია” და რომ იგი გამარჯვებით ძალიან მოხარულია. “ერკულესთან” დაკავშირებით კი თქვა: “ჩვენ ვიცოდით, რომ წინ რთული მატჩი და კარგად ორგანიზებული გუნდი გველოდა, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ. გავაკეთეთ ის, რაც გვსურდა.”

ბრაზილიელმა ასევე კომენტარი გააკეთა “სამეფო თასის” ნახევარ–ფინალის განმეორებით მატჩზეც: “ახლა რაიმეს შეცვლა შეცდომა იქნება, ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ.”

აქვე “ბარსას” სხვა ფეხბურთელების კომენტარებსაც შემოგთავაზებთ.

ანდრეს ინიესტა: “ჩვენ ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა, რადგანაც მეტოქეები საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. ვიყავით ყურადღებით და შეტევებს კარგად ვაწარმოებდით, რის შედეგადაც პირველი გოლი გავიტანეთ და წინ გავედით.”

“ასეთი რამეები ძალიან იშვითად ხდება (ზედიზედ 15 შეხვედრის მოგება). ეს რეკორდი ჩვენ სტიმულს გვმატებს.”

“ჩვენ მოგებაზე ვფიქრობდით და იმ ქულათა სხვაობის შენარჩუნებას ვცდილობდით, რომელიც მეორე ადგილოსანთან გვაქვს.”

“მადლობლები ვართ (საუბარია ოვაციებზე, რომელიც “რიკო პერესზე” შეკრებილმა პუბლიკამ ანდრესის გასვლის შემდეგ გამოხატა), რადგანაც ხალხი ბევრი პატარა დეტალით ბევრ რამეს გაჩვენებს, რაც განსაკუთრებულია.”

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დიახ, გავალთ ფინალში (თასი).”

ვიქტორ ვალდესი: “პირველი ტაიმი შედარებით ჩაკეტილი იყო, რომელსაც მეორე ტაიმში ბურთის კონტროლი მოჰყვა და თან უფრო მეტი გოლის გატანის შანსით. სხვა შეხვედრების მსგავსად, ეს მატჩიც მნიშვნელოვანი გახლდათ, მაგრამ გამარჯვება სუპერ–მნიშვნელოვანია.”

“ზედიზედ ამდენი შეხვედრის მოგება ჩვენთვის დიდი პატივი და საამაყოა. ეს რეკორდი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.”

პედრო როდრიგესი: “მე მოხარული ვარ, რომ უკვე ზედიზედ 6 თამაშია, რაც გუნდის დახმარებას ჩემი გოლებით ვახერხებ.”

“ჩვენ თამაშში ვდომინირებდით და ჩვენი სტილით ვთამაშობდით.”

“ჩვენ ყველა თამაშის მოგება გვსურს და გახარებულები ვართ იმ ფაქტით, რომ ასეთი რთული გამარჯვება მოვიპოვეთ.”

“ახლა ყველამ “ალმერიაზე” უნდა ვიფიქროთ, თუმცა მჯერა, რომ ისინი ჩემპიონატს გამოეთიშებიან.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში