“ბარსელონას” ესპანელი უნივერსალი სერჟი რობერტო, ლა ლიგის პირველ ტურში, “ბეტისთან” მატჩში, გოლის გატანისა და 3 ქულის აღების შემდეგ, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
“ბარსელონაში” ვრჩები. აქ ბედნიერი ვარ. მინდა, გუნდში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიტო. წინასასეზონო მზადების დროს, სასტარტო შემადგენლობაში ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცავლა.” – განაცხადა 25 წლის ფეხბურთელმა.
ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური და იტალიური გრანდები მზად იყვნენ სერჟი რობერტოს გამოსასყიდი თანხა, 40 მილიონი ევრო გადაეხადათ.



