მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” გეგმა ბ-ს მიუბრუნდა – ანხელ დი მარია და ჟან-მიკაელ სერი

“ბარსა” გეგმა ბ-ს მიუბრუნდა – ანხელ დი მარია და ჟან-მიკაელ სერი

იმის გათვალისწინებით, რომ “ბარსელონას” უსმან დემბელესა და ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერების განხორციელება ძალიან უჭირს და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა დრო დარჩა, კატალონიელებმა ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობა განაგრძეს.

Sport-ის ცნობით, “ბარსელონა” ანხელ დი მარიასა და ჟან-მიკაელ სერის კანდიდატურებს მიუბრუნდა. ესპანური გუნდი “პარი სენ-ჟერმენსა” და “ნიცაში” მოთამაშე ფეხბურთელებს იმ შემთხვევაში დაიმატებს, თუ დემბელესა და კოუტინიოს ვერ შეიძენს.

გავრცელებული ინფორმაციით, დი მარიას “ბარსელონაში” თამაში სურს. არგენტინელის შეძენას მიესალმება ლიონელ მესიც. მაგრამ, ამ ტრანსფერს ხელი, შესაძლოა, ორმა ფაქტორმა შეუშალოს: 1. “ბარსელონას” ძალიან ცუდი ურთიერთობა “პარი სენ-ჟერმენთან”; 2. შესაძლო “ანტიბარსელონური” შეთანხმება “რეალსა” და პსჟ-ს შორის. გავრცელებული ცნობებით, თუ პარიზული კლუბი დი მარიას “ბარსელონაში” გაყიდის, ფრანგებს მადრიდელებისთვის 30 მილიონის გადახდა მოუწევთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში