მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გილემ ბალაგე: “მესი უფერულია, რადგან მისი გარემოცვაა უფერული”

გილემ ბალაგე: “მესი უფერულია, რადგან მისი გარემოცვაა უფერული”

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი გილემ ბალაგე “ბარსელონას” ჩავარდნის საკუთარ ვერსიას გვთავაზობს.

“ბარსელონას” ჩავარდნას, რომელიც უკვე 2 წელია გრძელდება, რამდენიმე მიზეზი აქვს.

სამი თავდამსხმელით თამაშის აკვიატებულმა იდეამ კატალონიელებს თავიანთი საფირმო სტილი დაუკარგა. ახლა კი, ამ სამეულის ერთ-ერთ წევრს, მესის, როგორც საკუთარი, ასევე ჩავისა და ინიესტას ფუნქციების შესრულებაც უწევს.

“ბარსელონას” კვლავ ჰყავს ექსტრაორდინალური ფეხბურთელი, მაგრამ ახლა ის უფერულად გამოიყურება, რადგან მისი გარემო უფერულია.

“ბარსამ”, მადრიდში, 3 სქემა გამოიყენა: თავიდან 3 ცენტრალური მცველი, შემდეგ 4-3-3, ბოლოს კი 4-4-2. ეს ნიშნავს, რომ გუნდს გამოკვეთილი იდეები არ გააჩნია.

“ბარსელონას” ტრანსფერები ჭირდება. ამ გუნდის მთავარი პრობლემა, როგორც მე ვხვდები, ფეხბურთელების მენტალური გადაღლაა. მათ არ იციან, როგორ უნდა გაიმარჯვონ ამ ბრძოლაში. მათ ჭირდებათ ის, ვინც ამას გააკეთებს.

ბოლო წლებში, “ბარსელონას” წარმატებები ინდივიდუალურ ოსტატობებზე უფროა დამყარებული, ვიდრე კოლექტიურ თამაშზე.” – ციტირებს ბალაგეს სიტყვებს Sky Sports.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში