“ბარსელონას” ბრაზილიელი ახალწვეული პაულინიო აცხადებს, რომ როდესაც მას კატალონიურ კლუბში გადასვლის შანსი გაუჩნდა, თავიდან, ეჭვები ჰქონდა.
“თავიდან, ვეჭვობდი, სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა თუ არა “ბარსელონაში” გადასვლა. ჩინეთში თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობდი. შემდეგ კი გადავწყვიტე კატალონიელებისთვის დადებითი პასუხი გამეცა, რადგან საუბარი “ბარსელონაზეა”. ასეთი კლუბის ღირსების დაცვა მინდოდა. ვინც მიცნობს, კარგად იცის, რისი გამოვლა დამჭირდა იმისათვის, რომ “ბარსელონაში” მოვხვედრილიყავი.” – ციტირებს პაულინიოს სიტყვებს Marca.


