“ბასრელონას” ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი მესტრე ადატურებს, რომ ლიონელ მესის კლუბთან ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, მაგრამ იმედს გამოთქვამს, რომ ეს მოხდება.
“ნათელია, რომ ეს საკითხი ჩვენს დღის წესრიგში დგას. საკმაოდ კარგი სურათი იხატება. ძალიან გამიკვირდება, თუ მესი ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს.” – ციტირებს მესტრეს სიტყვებს Mundo Deportivo.
ივლისის დასაწყისში “ბარსელონამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლეო მესი კონტრაქტს 2021 წლამდე გაახანგრძლივებდა. მოსალოდნელი იყო, რომ ეს ფეხბურთელის შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მოხდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, მას შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ლეოს “ბარსელონასთნ” კონტრაქტი კვლავ 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.