“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ჟორდი მესტრემ, გულშემატკივრების მხრიდან კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ წამოსულ კრიტიკაზე კომენტარი გააკეთა.
“გულშემატკივრებს უფლება აქვთ თავიანთი აზრი ისე გამოხატონ, როგორც მოუნდებათ. ბართომეუს შესაძლო გადადგომის შესახებ არაფერი ვიცი.
“ბარსელონა” ამაზე უკეთეს მდგომარეობაში ყოფილა, მაგრამ გულშემატკივრებს მოთმინება უნდა ვთხოვოთ. მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება.” – ციტირებს მესტრეს სიტყვებს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აქტუალურია ჰეშთეგი #BartomeuDimiteYa, რაც ნიშნავს “ბართმეუ გადადექი ახლავე”.