workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრო:”არასოდეს არ გადავალ “რეალში””

პედრო:”არასოდეს არ გადავალ “რეალში””

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა ისაუბრა “ბლაუგრანაზე” და მისი კლუბიდან წასვლა არ წასვლის საკითხზე. ესპანელი ფეხბურთელი აცხადებს, რომ მისი დიდი სურვილია ამჟამინდელ კლუბში კიდევ მრავალი წლის გატარება და კარიერის დასრულება. იმ კითხვაზე, თუ იგი ოდესმე ითამაშებდა მადრიდის “რეალში” მან ყველას განუცხადა, რომ ის მადრიდში არავითარი შემოთავაზების ფასად არ ითამაშებს.

“რამდენიმე წლის წინ, მე ვერც კი ვიფიქრებდი, თუ “ბარსელონასთან” ერთად ამდენს მივაღწევდი. იმისათვის, რომ ცხოვრებაში მოიპოვო წარმატება, საჭიროა ძალიან ბევრი მუშაობა. ოცნება მაქვს ჩემ ამჟამინდელ კლუბთან ერთად, რომელსაც მე მრავალი წელია ვემსახურები, კიდევ ბევრი გამარჯვება ვიზეოიმო. მე ყოველთვის ვაცხადებდი, რომ ძალიან ძნელია “ბარსაში” თამაში, რადგან აქ ყველა მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა. რაც შეეხება “რეალში” გადასვლას, მინდა ვთქვა, რომ არავითარი შემოთავაზების სანაცვლოდ და არავითარ შემთხვევაში მე ამ კლუბში არ გადავალ.”-განაცხადა პედრო როდრიგესმა “SPORT.ES”-თან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში