მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: კოუტინიო “ლივერპულის” მაისურით აღარ ითამაშებს

MD: კოუტინიო “ლივერპულის” მაისურით აღარ ითამაშებს

ფილიპე კოუტინიომ გადაწყვიტა “ლივერპულის” მაისურით აღარ ითამაშოს, ვინაიდან ბრაზილიელს “ბარსელონაში” გადასვლა სურს, იტყობინება Mundo Deportivo.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელმა ამის შესახებ მერსისაიდელთა თავკაცს, იურგენ კლოპს ამცნო. 25 წლის კოუტინიო კატალონიურ გრანდში ტრანსფერის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი. ფილიპე მიიჩნევს, რომ “ლივერპულის” ხელმძღვანელობასა და ქომაგებს მუდამ ღირსეულად ექცეოდა.

როგორც იცით, ესპანურმა მედიამ დაწერა, რომ ახლო მომავალში უსმან დემბელე და ფილიპე კოუტინიო “ბარსელონას” ფეხბურთელები გახდებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში