მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ნაპოლიმ” “ბარსელონა” უარით გაისტუმრა

“ნაპოლიმ” “ბარსელონა” უარით გაისტუმრა

“ბარსელონას” მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე “ნაპოლის” შემტევით, ლორენცო ინსინიეთი იყო დაინტერესებული, იტყობინება La Gazzetta dello Sport.

წყაროს ინფორმაციით, ესპანურმა გრანდმა ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე “ნაპოლის” €60-მილიონიანი წინადადებით მიმართა, მაგრამ იტალიელებმა შემოთავაზებაზე უარი თქვეს, რადგან არ სურთ მოთამაშეების გაშვება.

ინსინიე “ბარსას” რადარზე წარსულშიც იმყოფებოდა, ნეიმარის პსჟ-ში გადასვლის შემდეგ კი კატალონიელთა ინტერესი კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში