“ბარსელონას” კაპიტანი ანდრეს ინიესტა ტრავმირებულია და ის ხვალ გასამართ “ელ კლასიკოში”, დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 33 წლის ნახევარმცველს, კუნთის მცირე ტრავმის გამო, დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია და “რეალის” წინააღმდეგ მისი მოედანზე ხილვის შანსი მცირეა.



