– 5 გოლი ”ბარსელონასგან” ამ სეზონში ”პანათინაიკოსმა” (5-1), ”სევილიამ” (5-0), ”სეუტამ” (5-1), ”რეალ მადრიდმა” (5-0), ”რეალ სოსიედადმა” (5-0), ”ესპანიოლმა” (5-1), ”რეალ ბეტისმა” (5-0) და ”ალმერიამ” (5-0) გაუშვეს. ამას გარდა პრიმერაში ”ალმერია” შინ ”ბარსელონასთან” 8-0 განადგურდა.
– 35 ოფიციალურ მატჩში გვარდიოლას შეგირდება 102 გოლი გატანა მოახერხეს. 64 პრიმერაში, 16 ესპანეთის თასზე, 14 ჩემპიონთა ლიგაში და 5 ესპანეთის სუპერთასზე.
– საუკეთესო ბომბარდირები მესი, პედრო და ვილია არიან. ამ სემეულის ანგარიშზე 70 გოლია.
– ამ ეტაპზე ლეო მესი ესპანეთის სამეფო თასის საუკეთესო მეგოლეა. მის ანგარიშზე 7 გოლია, ერთი გოლით ნაკლები აქვთ გატანილი რონალდოს და ულოას.
– ვილიამ ესპანეთის სამეფო თასზე პირველი გოლი გაიტანა. პრიმერაში მას 14 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 2.
– პედრომ ”ბარსელონას” შემადგენლობაში მე-100 შეხვედრა გამართა და გაიტანა 41-ე გოლი.
– ”ალმერიას” ”ნოუ კამპზე” გოლი არასოდეს გაუტანია.
– ”ბლაუგრანას” ბურთის ფლობა 65% გაუტოლდა.
– მასკერანომ ყველაზე მეტი გადაცემა გააკეთა. 107 გადაცემიდან 100 ზუსტი აღმოჩნდა.
– აბიდალმა, რომელმაც თამაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაიწყო და დაასრულა მარცხენა მცველათ განახორციელა 15 ჩაჭრა.



