ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” თურქი ნახევარმცველი, არდა თურანი, თავის მშობლიურ კლუბში, სტამბულის “გალათასარაიში” აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ მისმა აგენტმა, აჰმეთ ბულუთმა, ეს ინფორმაცია უარყო.
ერნესტო ვალვერდემ არდა თურანს განუცხადა, რომ მომავალ სეზონში ის მის გეგმებში არ შედიოდა. ამის მიუხედავად, როგორც ფეხბურთელის აგენტი აცხადებს, ის მშობლიურ კლუბში დაბრუნებას არ ჩქარობს.
“ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ “გალათასარაისთან” შეთანხმებას მივაღწიეთ, სიმართლეს არ შეესაბამება. “ბარსელონასთან”, ჩემი კლიენტის მომავალთან დაკავშირებით, არ მისაუბრია.” – განაცხადა ბულუთმა.
როგორც იცით, თურქული კლუბის პრეზიდენტი მთელი ზაფხულის განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ თანამემამულის გადმობირებას მოახერხებდა.
არდა თურანმა წინა სეზონში “ბარსელონას” მაისურით 30 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 13 გოლი გაიტანა.


