მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ”, პაულინიოსთან დაკავშირებით, კონსულტაცია ბრაზილიაში გაიარა

“ბარსელონამ”, პაულინიოსთან დაკავშირებით, კონსულტაცია ბრაზილიაში გაიარა

ბრაზილიური Globoesporte პაულინიოს “ბარსელონაში” გადასვლასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. სამხრეთ ამერიკული წყაროს ცნობით, კატალონიელებმა, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას, მაისში, კონსულტაციისთვის მიმართეს. მათ აინტერესებდათ, ღირდა თუ არა “გუანჩჟოუ ევერგრანდის” ნახევარმცველის, პაულინიოს დამატება.

ბრაზილიური მხარის პასუხი არაერთგვაროვანი იყო: “გააჩნია, როგორ ფეხბურთელს ეძებთ.” სამხრეთ ამერიკელების შეფასებით, პაულინიო “ბარსელონას” თამაშის სტილში არ ჯდება. მას ვერ გამოიყენებ ტიკი-ტაკას დროს. ჰორიზონტალური თამაშის სტილი მისთვის შესაფერისი არაა. თუმცა, მეორე მხრივ, ფეხბურთელი ძალიან კარგია ვერტიკალური თამაშის დროს. ის კარგად ავსებს ხაზებს შორის დაშორებებს, კარგად მოქმედებს მეტოქის საჯარიმოში და კარგია შეტევის დასრულების დროს.

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, “ბარსელონამ” ბრაზილიელ მხარეს აცნობა, რომ ვერტიკალურად მოთამაშე ნახევარმცველი ჭირდებოდა, სამხრეთ ამერიკელებმა კი უპასუხეს: “მაშინ, იყიდეთ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში