რამდენიმე წუთის წინ, “ბარსელონამ” 29 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის, პაულინიოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
“ბარსას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “გუანჩჟოუ ევერგრანდთან” შეთანხმება მიღწეულია და კატალონიელები 40 მილიონს გადაიხდიან. თუ ეს მართლაც ასეა და კლუბი 40 მილიონს არა როგორც გამოსასყიდ თანხას იხდის, მაშინ კატალონიელები დამატებით გადასახადებს გაექცევიან.
ცნობილია, რომ პაულინიო სამედიცინო შემოწმებას ხუთშაბათს გაივლის, კონტრაქტს გააფორმებს და მისი პრეზენტაციაც იმავე დღეს შედგება. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი ევრო იქნება.


