“ბარსელონას” კაპიტანი ანდრეს ინიესტა აცხადებს, რომ “კამპ ნოუზე” გუშინ გამართული შეხვედრის დროს (“რეალნთან” 1:3 წაგება), ბევრი ქომაგი მეტოქე გუნდს გულშემატკივრობდა.
“ბევრი გულშემატკივარი უცნაურად იქცეოდა. უსიამოვნო იყო, რომ ისინი სტადიონზე იმისთვის მოვიდნენ, რომ მეტოქისთვის ეგულშემატკივრათ.
არ ვიცი, ეს ბილეთების გაყიდვასთანაა თუ არა დაკავშირებული, მაგრამ უსამართლობაა.” – ციტირებს ინიესტას სიტყვებს Sport.



