ესპანური პრესა შეთანხმდა, რომ “გუანჩჟოუ ევერგრანდის” ბრაზილიელი ნახევარმცველი პაულინიო კარიერას “ბარსელონაში” განაგრძობს, მაგრამ კატალონიელები აზიელებთან მოლაპარაკებებს აგრძელებენ იმის მიუხედავად, რომ ისინი გამოსასყიდი თანხის გადახდაზე თანახმანი არიან.
29 წლის სამხრეთ ამერიკელის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა. კატალონიელები მზად არიან ეს თანხა გადაიხადონ, მაგრამ სურთ, რომ გარიგებას ტრანსფერის სახე ჰქონდეს და არა ფეხბურთელის გამოსყიდვის. ამით, “ბარსა” დამატებით გადასახადებს თავიდან აიცილებს.


