მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ პიკე: “მე ვიცოდი, რომ ნეიმარს წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი”

ჟერარ პიკე: “მე ვიცოდი, რომ ნეიმარს წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი”

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ერნესტო ვალვერდეს გარდა ჟერარ პიკემაც ისაუბრა.

მას შეკითხვა დაუსვეს ნეიმართან დაკავშირებულ ტვიტერის ცნობილ პოსტზე (Se Queda! – ის რჩება!). პიკემ კი ჟურნალისტებს ასეთი პასუხი გასცა:

“მე არ ვფიქრობ, რომ მოვტყუვდი. ნეიმარს “ბარსელონას” დატოვების იდეა ჯერ კიდევ ლიონელ მესის ქორწილის დროს გაუჩნდა და ამის შესახებ მეც მაშინვე გავიგე.
როცა ტვიტერზე ის პოსტი განვათავსე, უკვე 100%-ით დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ნეიმარი წავიდოდა, მაგრამ მის დარწმუნებაში ბედი ბოლოჯერ მაინც ვცადე. მან გაბედული გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ნეიმარი განვსაჯოთ
“.

“ბარსელონას” მცველმა მომავალზეც ისაუბრა:

“ჩვენ ახლა რთული პერიოდი გვიდგას, რადგან ყველამ იცის, რომ 222 მილიონი ევრო გვაქვს და ცდილობენ, რომ რაც შეიძლება დიდი თანხა გამოგვტყუონ. ჩვენ ამ შემადგენლობითაც შეგვიძლია წარმატებების მიღწევა, მაგრამ, ახალი ფეხბურთელების შეძენა, რა თქმა უნდა, ბევრად წაგვადგება.“

პიკემ ასევე განაცხადა, რომ “რეალის” წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ყველაფერი ერთ თამაშში არ წყდება და ჩვენ ვეცდებით, რომ კონცენტრირება ორივე თამაშზე თანაბრად მოვახდინოთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში