დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ვინგერი, უსმან დემბელე იმედოვნებს, რომ კატალონიის “ბარსელონა” მისი ტრანსფერის თაობაზე გერმანულ კლუბთან შეთანხმებას მიაღწევს.
ფრანგს უკვე ჰქონდა “ბარსელონაში” გადასვლის შესაძლებლობა, ეს გასულ სეზონში იყო, თუმცა მას სათამაშო პრაქტიკა სურდა, შესაბამისად “დორტმუნდი” აირჩია. ახლა კი აღარ აპირებს კატალონიაში გადასვლის მეორე შანსი ხელიდან გაუშვას.
ამ დროისათვის გუნდებს შორის მოლაპარაკებები კიდევ მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის.