სტამბულის “გალათასარაი” უკვე დიდი ხანია, რაც მისი ყოფილი ფეხბურთელის, არდა თურანის დაბრუნებითაა დაინტერესებული და კლუბის პრეზიდენტი, დურსუნ ოზბექიც ირწმუნება, რომ სულ მალე “ბარსელონას” ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებს.
“არდა “გალათასარაის” გულშემატკივარია. მას ეს კლუბი უყვარს და მის სამსახურში კიდევ გაატარებს დროს. თუ მას სადმე წასვლა სურს, ყველაზე მომგებიანი ჩვენთან დაბრუნება იქნება. “გალათასარაი” უკვე მუშაობს ტრანსფერზე და ჩვენი დიდი სურვილია, არდამ კარიერა სწორედ აქ დაასრულოს,” – განაცხადა ოზბექმა.
როგორც იცით, გასულ სეზონში არდა თურანს დიდი სათამაშო დრო არ მისცემია. უკეთესობისკენ არც ვალვერდეს მოსვლის შემდეგ შეიცვალა მისი საქმე და თუ ფეხბურთელს მეტი პირადი წარმატების მიღწევა სურს, “ბარსელონაში” დარჩენა მისთვის სახარბიელო არ უნდა იყოს.



