მოგეხსენებათ, რომ დღეს კატალონიის “ბარსელონას” წარმომადგენლები გერმანიაში იმყოფებოდნენ, რათა პირველი ოფიციალური წინადადებით მიემართათ დორტმუნდის “ბორუსიასთვის”.
უკვე კარგა ხანია, რაც ახალგაზრდა ფრანგი ვინგერი უსმან დემბელე “ბლაუგრანას” რადარზეა, მიუხედავად ამისა, კატალონიელებმა მხოლოდ დღეს გამართეს პირველი შეხვედრა, როგორც ფეხბურთელთან, ისე კლუბთან.
აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ დემბელემ საკუთარი თვითერის გვერდიდან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “დორტმუნდის” ფეხბურთელია, წაშალა.
დემბელე უეჭველი მოსაყვანია