“ბარსელონა” “ვილიარეალის” იტალიელ ნახევარმცველთან, რობერტო სორიანოსთან მოლაპარაკებებს იწყებს.
Football Italia-ს ცნობით, Eleven Sports-ის ჟურნალისტი მათეუს შვეიცკი იუწყება, რომ 26 წლის ფეხბურთელის ოჯახმა მოლაპარაკებების წამოწყება დაადასტურა.
გერმანიაში დაბადებულმა ნახევარმცველი გასულ ზაფხულს შეუერთდა “ყვითელ წყალქვეშა ხომალდს”, მანამდე კი მთელი კარიერა “სამპდორიაში” გაატარა, სადაც 10 გოლი გაიტანა.
ბლაუგრანა ცდილობს 222 მილიონის სარფიანად გამოყენებას, რომელიც ნეიმარის გაყიდვით მიიღო და სურს კოუტინიოს გაფორმება 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ასევე უნდა გადმოიბიროს “რეალ სოსიედადის” მცველი ინიგო მარტინესი, რომლის გამოსასყიდი თანხა 32 მილიონი ევროა.
ბარსამ უკვე გაუშვა ხელიდან მარკო ვერატი, რომელმაც “პარი სენ-ჟერმენში” დარჩენა გადაწყვიტა და ასევე “ბეტისიდან” “რეალ მადრიდში” გადაბარგებული დანი სებალიოსი.



ეს არ გვჭირდება ამის მოყვანას კოუტინიოზე იჩალიჩონ ბოლომდე.რა რობერტო სორიანო კაით რაა
არცაა გაუმჯობესებული თორე კი )))
არგვჭირდება
ბოდიში მარა მემგონი არგვინდა ეს სოეიანოები, ლიმები და პაულინიოები.
Au RAs gadaekidnen am J klasis naxevarmcvelebs Ali an Erikseni moiyvanon an tvali mainc daadgan
Amaze dabali donis naxevarmcveli armeguleba…shetevas es ver iwyebs chachrazec araa dzlieri da pasic sashineliaqvs…es radgvinda moashoreet
რათ გვინდა