“ბარსელონას” დელეგაცია, “ლივერპულთან” მოსალაპარაკებლად, ინგლისში ჩავიდა.
კლუბის ხელმძღვანელებს გენერალური დირექტორი ოსკარ გრაუ მეთაურობს. ისინი ეცდებიან, რომ კლუბის პრიორიტეტული სამიზნის, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერი ბოლომდე მიიყვანონ და “ლივერპულს” სატრანსფერო ფასზე შეუთანხმდნენ.
ინგლისში არიან ხავიერ ბორდასი და რაულ სანლეჰიც. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბლაუგრანას” წარმომადგენლები თავად ფეხბურთელსა და მის აგენტს ელიან, რომლებიც ტრანსფერზე უკვე რამდენიმე კვირაა მუშაობენ.
“ბარსას” სურს, ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი მალე გაჩარხოს, რათა შემდგომ მთელი ძალებით დორტმუნდის “ბორუსიას” მიაშუროს და გერმანული კლუბის ფრანგი შემტევი, 20 წლის უსმან დემბელე გადმოიბიროს.