კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა შემტევ უსმან დემბელესთან პირად შეთანხმებას მიაღწია, იტყობინება ფრანგული გამოცემა L’Eqipe.
“ელ ეკიპის” ინფორმაციით, თავად ფეხბურთელს ძალიან უნდა, რომ კატალონიაში გადაბარგდეს, თუმცა გერმანული კლუბი მის გაყიდვას არ აპირებს, დორტმუნდში ამბობენ: “დემბელე არ იყიდება!”.
ამავე წყაროს თანახმად, “დორტმუნდმა” “ბარსელონას” პირველი შემოთავაზება, 63 მილიონი ფუნტის სახით (70 მლნ. ევრო), დაბლოკა და ისინი 20 წლის შემტევს 99,5 მლნ. ფუნტზე (110 მლნ. ევრო) ნაკლებად არ ელევიან.



