მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარმა პსჟ-ში გადასვლა ჯერ კიდევ ივლისში გადაწყვიტა

ნეიმარმა პსჟ-ში გადასვლა ჯერ კიდევ ივლისში გადაწყვიტა

Sport-ის ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენის” ახალწვეულმა, ნეიმარ და სილვამ “ბარსელონას” დატოვება ივლისის შუა რიცხვებში გადაწყვიტა.

სწორედ მაშინ დაიწყო ინფორმაციის გავრცელება 25 წლის ბრაზილიელის მოსალოდნელი ტრანსფერის თაობაზე, მაგრამ “ბლაუგრანა” იმედოვნებდა, რომ ფინანსური Fair Play-ს წესების დარღვევის გარეშე პსჟ-ს ნეიმარის გაფორმება გაუჭირდებოდა.

შემდგომში, წამყვანი მოთამაშის შენარჩუნების მიზნით, “ბლაუგრანამ” ძირითადი ფიგურები – ლიონელ მესი, ლუის სუარესი და ჟერარ პიკე საქმეში ჩართო, მაგრამ ეს ნაბიჯიც უშედეგო აღმოჩნდა. საბოლოოდ, ნეიმარი 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ პსჟ-ს შეუერთდა, კატალონიურ გრანდს კი მორიგი თავსატეხი გაუჩნდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • lado-barca
    schedule 07 აგვ 2017, 18:51

    ეეეეე

  • Larin
    schedule 07 აგვ 2017, 13:39

    სად როდიის როგორ რა გადაწყვიტა აღაარ არის საინტერესო წავიდა და წავიდეს ვსო კოუზე იფიქრეთ ახლა

  • cezo45
    schedule 07 აგვ 2017, 13:36

    ნუღარ წერთ ამაზე სტატიებს რა როდის იყო გადაწყვეტილი აღარ აქვს მნიშვნელობა ნეი(მანი) აღარა უკვე ბა5სას ფეხბურთელი და რაც უფრო ნაკლები იქნება ამის შესახებ დაწერილი უფრო ნაკლებ გაღიზიანებას გამოიწვევს..იმედია საერთოდ ჩაუარდება სეზონი :)))

  • mettal
    schedule 07 აგვ 2017, 13:35

    ნეიმარი არის პსჟს ფეხბურთელი ,ბარსას წარსული.არ ღირს მასზე რამის დაწერა ,ჯობია დავივიწყოთ და მომავალ ტრანსფერებზე ვილაპარაკოთ.
    მე ვფიქრობ წელს ლიგის მოგება წინა წლებთან შედარებით უფრო გაგვიჭირდება ,მწვრთნელზე ბევრი რამეა დამოკიდებულო და ფეხბურთელების შეთამაშებაზე