“ბარსელონამ” თავის გეგმებში შეიძლება ის სამეული შეიყვანოს, რომელთა “ბარსაში” გადმოსვლა აქამდე ნაკლებ სავარაუდო იყო.
Sport-ის მიერ გავრცელდა განცხადებები, რომელსაც მოჰყავს Bild-ის ცნობები, თუ როგორ ჩაფრინდა როჯერ ვიტმენი, დრაქსლერის აგენტი შაბათს ბარსელონაში, შესაძლო მოლაპარაკებების გასამართავად.
მიუხედავად იმისა, რომ ბლაუგრანას პირველი არჩევანი მარკო ვერატი იყო, რომელიც ნეიმარის 222 მილიონ ევროდ პსჟ-ში გადაბარგების შემდეგ მთავარ კანდიდატად მოიაზრებოდა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელობა ვითარებას სხვაგვარად აფასებს.
დრაქსლერი ფრანგულ კლუბს მხოლოდ ამ ზამთარს შეუერთდა და სწორედ ეს შემტევი ნახევარმცველი განიხილება “ბარსას” გეგმებში.
ამავდროულად Sport იუწყება, რომ ბარსა მიუბრუნდა პაულინიოსთან მოლაპარაკებას.
მოლაპარაკებები მას მერე შეწყდა, რაც ჩინეთში სატრანსფერო ფანჯარა, 15 ივლისს დაიხურა. თუმცა გავლენიანი გამოცემები იუწყებიან, რომ “გუანჩჟოუს” ფეხბურთელი ამ ყველაფრის შემდეგაც “ხელის მოწერასთან ძალიან ახლოსაა”.
უფრო მეტიც, მოლაპარაკებები სულ უფრო და უფრო წინ მიიწევს, ორივე კლუბს შორის შეთანხმება რამდენიმე დღეში შეიძლება გახდეს ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ “ტოტენჰემში” მან კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა, მას მაინც აღიქვამენ როგორც “ძლიერი საფეხბურთო ინტელექტის და კარგი პირველი შეხების მქონე” ფეხბურთელს.
პაულინიოს შემდეგ “კამპ ნოუზე” შეიძლება აღმოჩნდეს სერი, რომლის “ასაკი, ფიზმომზადება და ბურთთან შეხება”, ასევე იურიდიული(სატრანსფერო) მდგომარეობაც კატალონიელებისთვის საკმაოდ მაცდურად გამოიყურება.
“ბარსამ” ასევე იცის, რომ ფეხბურთელს სურს კლუბს შეუერთდეს, ისინი უკვე დაუკავშირდნენ მის წარმომადგენელს, ძმას. თუმცა “ნიცა” ადრე აცხადებდა, რომ ისინი მანამ არ გაუშვებდნენ ფეხბურთელს, სანამ Copa del Rey-ის მფლობელები მათ რომელიმე ნახევარმცველს არ შესთავაზებდნენ.


