Daily Express-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” მორიგი სამიზნე ინგლისის პრემიერ ლიგის გასული გათამაშების საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დელე ალია.
ნეიმარის სანაცვლოდ 222 მილიონი ევროს მიღების შემდეგ, “ბარსელონამ” ახალი ფეხბურთელების დამატებაზე ზრუნვა დაიწყო. ცნობილია, რომ კატალონიელთა მთავარი სამიზნეები უსმან დემბელე, ფილიპე კოუტინიო და ინიგო მარტინესი არიან. “ბლაუგრანა” ასევე განიხილავს პაულო დიბალას, პაულინიოსა და სერის კანდიდატურებს. ამ სიას “ტოტენჰემის” 21 წლის ნახევარმცევლი დელე ალი დაემატა. სავარაუდოდ, “ბარსა” ამ ვარიანტს სერიოზულად იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ კლუბმა ფილიპე კოუტინიო ვერ დაიმატა.
ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, “ტოტენჰემი” ერთ-ერთი ლიდერის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.



