როგორც მოგეხსენებათ, “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ნეიმარ და სილვამ “პარი სენ-ჟერმენთან” 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფრანგულ კლუბთან იგი 2022 წლის 30 ივნისამდეა დაკავშირებული.
“პარი სენ-ჟერმენი სიხარულით გაცნობებთ ნეიმარ ჟუნიორის მოსვლას ჩვენს კლუბში. ბრაზილიელმა 5 წლიან კონტრაქს მოაწერა ხელი და ჩვენს კლუბში 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.” – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
პარიზელებმა ნეიმარი მსოფლიოს სამი საუკეთესო ფეხბურთელიდან ერთ-ერთად დაასახელეს და მისი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ნაჩვენები თამაში ბრწყინვალედ დაახასიათეს.
“სიამაყითა და სიამოვნებით, კეთილი იყოს ნეიმარის მობრძანება ჩვენს კლუბში. მისი გამარჯვებულის მენტალიტეტი, მისი შესანიშნავი ძალა და ლიდერობის უნარი მას შესანიშნავ ფეხბურთელად აქცევს. ის ჩვენთვის დიდი ძალაა და დიდ ენერგიას შეგვმატებს.”
“ახლა, როცა ნეიმარი ჩვენთანაა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი გულშემატკივრების ერთგულების თანხლებით, ჩვენს სანატრელ მიზნებს მივაღწევთ.” – განაცხადა ნასერ ალ-ხელაიფმა.



