”ალმერიასთან” დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ფეხბურთელებმა ყურადღება შაბათს დაგეგმილ მატჩისკენ მიაპყრეს. 29 იანვარს ”ბარსელონა” ”ერკულესს” სტუმრობს. დღეს ნაშუადღევს ფეხბურთელებმა აღდგენითი ვარჯიშები ჩაატარეს. ასევე, მათ კმაყოფილება გამოთქვეს სერხიო ბუსკეტსის მიერ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა ნახევარმცველმა კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა. ბუსკეტს თანაგუნდელები ტაშით შეეგებნენ.
ვინაიდან ”სიუტატ ესპორტივაზე” საკმაოდ ციოდა და წვიმდა, ფეხბურთელებმა მსუბუქად ივარჯიშეს. გიმნასტიკის დარბაზში ჩაატარეს ვარჯიშები პინტომ, ჩავიმ , ინიესტამ, პედრომ და მესიმ.
მიუხედავად იმისა, რომ ექიმებისგან თამაშის ნებართვა ჯერ არ მიუღია, დანი ალვესი გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ფეხბურთელებს დღეს ”ბარსა ბ”-ს მეკარე, ხორდი მასიპი შეუერთდა.
ტრავმირებული ხეფრენი და პუიოლი კვლავ გადიან მკურნალობის კურსებს.
ფეხბურთელები ვარჯიშს ხვალ, 11:00 საათზე განაახლებენ ”სიუტატ ესპორტივაზე”, რის შემდეგაც პეპ გვარდიოლა შეხვედრას გამართავს პრესის წარმომადგენლებთან.



