მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ინიგო მარტინესში 32 მილიონს იხდის

“ბარსელონა” ინიგო მარტინესში 32 მილიონს იხდის

“ბარსელონა” აპირებს “რეალ სოსიედადის” 26 წლის ცენტრალური მცველის, ინიგო მარტინესის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მარტინესის შეძენა ერნესტო ვალვერდემ მოითხოვა და კლუბი მზადაა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, 32 მილიონი ევრო გადაიხადოს.

წინასასეზონო მზადების დროს, ვალვერდემ თამაშის საშუალება 5 ცენტრალურ მცველს მისცა. ესენი არიან: პიკე, უმტიტი, მასკერანო, მარლონი და ვერმალენი.

ვერმალენი კვლავ გუნდის დატოვების ერთ-ერთი კანდიდატია, მარლონი კი, “ბარსამ”, შესაძლოა, სათამაშო დროის მიღების მიზნით გაანათხოვროს. თუ ასე მოხდა, მაშინ კატალონიელებს ახალი ცენტრალური მცველი აუცილებლად დასჭირდებათ.

ინიგო მარტინესი “ბარსელონას” ყურადღების ცენტრში პირველად არ მოექცა. მას თვალი ჯერ კიდევ პეპ გვარდიოლამ დაადგა, რომელიც ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ახლაც იჩენს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში