პედრომ როდრიგესმა ”ალმერიას” წინააღმდეგ მე-100 ოფიციალური მატჩი გამართა და გაიტანა 41-ე გოლი ”ბლაუგრანას” შემადგენლობაში. პირველი გუნდის შემადგენლობაში მისი დებიუტი სამი წლის წინ შედგა. პედრომ 2009-10 სეზონში მოახერხა და გახდა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში 6 ტურნირზე შეძლო გოლის გატანა.
2008 წლის 12 იანვარს ”მურსიას” წინააღმდეგ ახალგაზრდა კაცს, პედრო როდრიგესს, ცნობილს როგორც ”პედრიტოს” ჰქონდა დებიუტი ”ბარსელონას” შემადგენლობაში. მატჩის 88-ე წუთზე, როცა ანგარიში 4-0 იყო ფრანკ რაიკაარდმა პედროს შანსი მისცა. სამი წლის შემდეგ პედრო არამხოლოდ პირველი გუნდის მოთამაშე გახდა, მან უკვე მე-100 ოფიციალური მატჩი გამართა.
2009-10 სეზონში პედრომ მსოფლიოს რეკორდი დაისაკუთრა, გაიტანა რა გოლი 6 ტურნირზე. მისი გოლები ევროპის სუპერთასზე და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გადამწყვეტი აღმოჩნდა 6 ტიტულის მოპოვებაში. მან თავისი პოტენციალი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით დაგვიმტკიცა. პედრო როდრიგესმა გასულ მუნდიალზე 1/2 ფინალი და ფინალი პირველივე წუთებიდან ითამაშა.



