“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე, “რეალთან” მაიამიში მოგების (3:2) შემდეგ აცხადებს, რომ მის გუნდს, ახალ სეზონში, ყველა ტიტულის მოგება შეუძლია.
“თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ და ბევრი მომენტი შევქმენით. ვდომინირებდით და ანგარიშის ჯერ გახსნა, შემდეგ კი სხვაობის გაზრდა შევძელით. დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ.
ეს მატჩი, ესპანეთის სუპერ თასისთვის, კარგი მომზადება იყო, მაგრამ ვიცით, რომ იმ შეხვედრებში ყველაფერი სხვაგვარად იქნება.
თამაში ამხანაგური არ ყოფილა. მიხარია, რომ ფეხბურთელები ამ შეხვედრას სწორად მიუდგნენ. სიცხისა და ტენიანობის მიუხედავად, მოთამაშეების მომზადების დონით კმაყოფილი ვარ.
მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს, განსაკუთრებით მესი. ის განსაკუთრებული მოთამაშეა. პერსპექტივაში, ახალ სეზონში ყველა ტურნირის მოგება შეგვიძლია.” – ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი.



