პარასკევს, 23 ნოემბერს “ბარსელონა” პარიზში იუნესკოსთან – გაერთიანებული ერების საგანმანათლებლო, მეცნიერულ და კულტურულ ორგანიზაციასთან კონტრაქტს მოაწერს ხელს. პრეცედურა გაიმართება იუნესკოს შტაბ-ბინაში. ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ “ბარსელონას” პრეზიდენტი – ხუან ლაპორტა და იუნესკოს გენერალური მენეჯერი – კოიჩირო მაცურა. ღონისძიებას ასევე დაესწრება UNESCOCAT-ის ესპანური ნაციონალური კომიტეტის წარმომადგენლობა.
იუნისეფთან კონტრაქტის გაფორმებიდან ერთი წლის შემდეგ “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ დაიწყო მორიგი სტრატეგიული ალიანსი, რომლის მთავარი მიზანი არის გაიმყაროს კლუბის იმიჯი, რომლის მთავარი პრინციპი არის “მეტვი ვიდრე კლუბი მსოფლიოში”.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სპორტული კლუბი იუნესკოსთან აწერს ხელს კონტრაქტს.
მომავალი თანამშრომლობის მთავარი პრინციპებია:
– სპორტის ინტეგრირება საგანმანათლებლო მოღვაწეობაში და ყურადღების გამახვილება სპორტში რასიზმთან და ძალადობასთან ბრძოლაში;
– სპორტული ღირებულებების პოპულარიზაცია, დოპინგის მიღების საშიშროებების ჩვენება;
– ყურადღების გამახვილება ბავშვების და ახალგაზრდების განათლებასა და წიგნიერებაზე;
– “ბარსელონას” და იუნესკოს ერთიანი ცენტრის შექმნა.
წყარო: www.fcbarcelona.com