მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრეს ინეისტა: “დროა, ნეიმარმა ხმა ამოიღოს”

ანდრეს ინეისტა: “დროა, ნეიმარმა ხმა ამოიღოს”

“ბარსელონას” კაპიტანი ანდრეს ინიესტა ნეიმარის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და ჯერ კიდევ თანაგუნდელს პოზიციის ღიად დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ გვინდოდა, რომ სიტუაცია სხვაგვარი ყოფილიყო. ახლა კი, ერთადერთი გამოსავალია – დროა, ნემარმა ხმა ამოიღოს.

ჩვენ გვინდა, რომ ის ჩვენთან დარჩეს, მაგრამ ასევე გვინდა, რომ მთელი ეს აურზაური დამთავრდეს. სიტუაციის დაწყნარება ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება.

იმედი მაქვს, ნეიმარი “ბარსელონაში” კიდევ დიდხანს დარჩება. ასეთია ჩემი სურვილი. არ მესმის, როგორ შეიძლება 200 ან 300 მილიონი გუნდისთვის უფრო ღირებული იყოს, ვიდრე ნეიმარის ჩვენთან ყოფნა.

საკუთარ კლუბს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, ნეიმარი კი ერთ-ერთი საუკეთესოა.” – ციტირებს კაპიტნის სიტყვებს Goal.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში