“ბარსელონას” ნახევარმცველი, რაფინია ალკანტარა ამჟამინდელ სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის შეცვლას არ აპირებს.
როგორც ესპანური პრესა იტყობინება, 24 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა კლუბებისგან ფინანსურად მომგებიანი შეთავაზება დღემდე არ მიუღია, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში დარჩენას გეგმავს.



