“ბარსელონას” ნახევარმცველის, არდა თურანის მომავალი კვლავ გაურკვეველია, იტყობინება Mundo Deportivo.
ადრე ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია თურქ ფეხბურთელთან დაკავშირებით. ის თავად ამბობდა, რომ ესპანურ გრანდში დარჩენა სურს. “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ახალი მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე კი თავის მხრივ აცხადებდა, რომ თურანზე იმედებს ამყარებს. მაგრამ ნახევარმცველს ძირითად შემადგენლობაში თამაშის ძალიან მცირე შანსი აქვს და ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი მომსახურებით “გალათასარაი” დაინტერესდა, სადაც ფეხბურთელმა პროფესიონალური კარიერა დაიწყო. თურქულ კლუბს თურანის იჯარით აყვანა სურს, მაგრამ “ბარსელონას” მისი გაყიდვა უნდა, რათა ფული გამოიმუშავოს.
არდა თურანის კონტრაქტი კატალონიელებთან 2020 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.



