“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟულიანო ბელეტიმ, რომელიც რამდენიმე ხნის წინ კატალონიური კლუბის ელჩი გახდა, ნეიმარის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.
“ნეიმარი – ნამდვილი ფენომენია. საკუთარ თავს მის ადგილას წარმოვიდგენ და მესმის, რომ სიტუაცია რთულია. მაგრამ ნეიმარი მზადაა “ბარსელონაში” და სხვა ნებისმიერ ადგილზე ლიდერი იყოს.” – განაცხადა ბელეტიმ.