მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“გალათასარაის” თურანის იჯარით აყვანა სურს

“გალათასარაის” თურანის იჯარით აყვანა სურს

“ბარსელონას” ნახევარმცველი, არდა თურანი, შესაძლოა, მშობლიურ “გალათასარაიში” დაბრუნდეს, იტყობინება COPE თურქულ პრესაზე დაყრდნობით.

“გალათასარაის” ხელმძღვანელობა მზადაა 30 წლის თურქი ფეხბურთელი ერთი წლით იჯარით აიყვანოს და “ბარსელონას” შეთავაზება უკვე გაუკეთეს. ამ შემთხვევაში, თურქული კლუბი თანხმაა თურანს ხელფასის სახით 4 მილიონი ევრო გადაუხადოს.

არდა თურანი “გალათასარაის” ღირსებას 2004-დან 2011 წლამდე იცავდა, შემდეგ კი 13 მილიონ ევროდ მადრიდის “ატლეტიკოში” გაყიდეს. ოთხი წლის შემდეგ ის “ბარსელონაში” გადავიდა, ტრანსფერის თანხამ კი 34 მილიონი ევრო შეადგინა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში