მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ცნობილი ჟურნალისტი მარსელო ბეჰლერი: “ნეიმარი 90%-ით “ბარსაში” რჩება”

ცნობილი ჟურნალისტი მარსელო ბეჰლერი: “ნეიმარი 90%-ით “ბარსაში” რჩება”

ცნობილმა ბრაზილიელმა ჟურნალისტმა, მარსელო ბეჰლერმა ნეიმარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

“გასული კვირის სამშაბათიდან პარასკევამდე რამდენიმე ინფორმაცია მივიღე. დამიდასტურეს, რომ ნეიმარი თავის მეგობრებს, პსჟ-ს ფეხბურთელებსა და თანაგუნდელებს ესაუბრა.

აგრეთვე მაცნობეს, რომ პარიზულმა გრანდმა ფეირ პლეის წესების დაღვევის თავიდან არიდების გზა იპოვა. სწორედ ამიტომ იყვნენ ფრანგები ოპტიმისტურად განწყობილნი და უკვე შაბათს დილით, Sky Sports-მა, ESPN-მ და Le Parisien-მა ტრანსფერის მოახლოვებაზე დაწერეს.

არ ვიცი როგორ, მაგრამ შაბათს გადაწყვეტილება შეიცვალა. პსჟ ბრაზილიელის გაფორმების იმედს ინარჩუნებდა, თუმცა პიკემ ნეიმართან ერთად ფოტო გამოაქვეყნა.

ძალიან გაკვირვებული ვიყავი, რადგან “ბარსას” ფორვარდისთვის არავითარი ბონუსი არ შეუთავაზებია, პსჟ-ს წინადადება კი, როგორც ვიცი, ფინანსურად ბევრად უფრო მომგებიანი იყო.

ნეიმარს აგრეთვე სურდა, რომ კლუბში უფრო მეტი ბრაზილიელი ყოფილიყო. “ბარსელონა” ფეხბურთელს ვერც ამის გარანტიას აძლევდა, რადგან ეს გუნდი მესის ეკუთვნის. არ ვიცი როგორ შეცვალეს მისი აზრი, მაგრამ “ბლაუგრანამ” ეს მოახერხა.

ამჟამინდელ სიტუაციაზე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვვარაუდობ, რომ დღეისთვის “ბარსელონას” შეუძლია თავი უსაფრთხოდ იგრძნობს. ვიმეორებ, კვირის შემდეგ ამ ტრანსფერის თაობაზე დამატებითი ცნობები არ მიმიღია, მაგრამ თუ შანსებზე მომიწევს საუბარი ვიტყვი, რომ ნეიმარი 90%-ით “ბარსელონაში” რჩება.”-ციტირებს ბეჰლერის სიტყვებს Eurosport.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში