ესპანური ”ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას მოუწევს 2-3 კვირა პუიოლის გარეშე ყოფნა, აცხადებს sport.es
შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ტრავმა პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურში, სანტანდერის ”რასინგის” წინააღმდეგ მატჩში მიიღო.
თავდაპირველად ექიმებს მიაჩნდათ, რომ კარლესი მხოლოდ დღეს გასამართ ესპანეთის სამეფო თასის 1/2 ფინალის მატჩს, ”ალმერიას” წინააღმდეგ გამოტოვებდა. დაწვრილებითმა სამედიცინო ტესტებმა აჩვენეს, რომ პუიოლი მოედანზე სათამაშოდ 2-3 კვირის განმავლობაში ვერ გავა. კაპიტანის დაბრუნება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალისთვის იგეგმება. ეს მატჩი 16 თებერვალს, ლონდონში გაიმართება, სადაც ადგილობრივი ”არსენალი” ”ბარსელონას” დაუპირისპირდება.