მარკო ვერატიმ, შესაძლოა, “პარი სენ-ჟერმენი” დატოვოს, მაგრამ მომდევნო სეზონში იგი ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმით ვერ ვიხილოთ. Daily Mirror-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” აპირებს გამოიყენოს ის უპირატესობა, რომ კლუბს მინო რაიოლასთან კარგი ურთიერთობა აქვს, რომელიც ახლახანს გახდა იტალიელი ფეხბურთელის აგენტი.
ინგლისური მედიის თანახმად, ჟოზე მოურინიო ნახევარდაცვის გამძლიერებელს ეძებს და ვერატი მას ცენტრის იდეალურ მოთამაშედ მიაჩნია. გეგმა კი მინო რაიოლას დათანხმებაა, რომელთანაც ჟოზეს საკმაოდ კარგი ისტორია აქვს, გასათვალისწინებელია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის წარმომადგენელიც სწორედ რაიოლა გახლავთ.
წითელი ეშმაკები მზად არიან 24 წლის ნახევარმცველისთვის 80 მილიონი ევრო გადაიხადონ. მას შემდეგ, რაც “ჩელსიმ” ნემანია მატიჩზე მათი 60 მილიონიანი შეთავაზება უარყო, მანჩესტერელები ვერატის მიუბრუნდნენ.
აღსანიშნავია, რომ პსჟ კატეგორიულ უარს არ აცხადებს და შესაძლოა ტრანსფერში ანტონი მარსიალიც ჩაერთოს.
როგორც იცით, პარიზელები ალექსის სანჩესისა და ნეიმარის შეძენას ცდილობენ და ფინანსური Fair Play-ს წესების დასაცავად, შესაძლოა, ფეხბურთელების დათმობაც მოუწიოთ.



