მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარლონი: “ნეიმარი “ბარსელონაში” დარჩება”

მარლონი: “ნეიმარი “ბარსელონაში” დარჩება”

“ბარსელონას” ბრაზილიელი მცველი, მარლონ სანტოსი დარწმუნებულია, რომ ნეიმარი გუნდში დარჩება. მარლონი ნეიმარის ახლო წრის ერთ-ერთი ნაწილია, რამეთუ იგი ბრაზილიელი შემტევის მცირე რაოდენობის თანამემამულეთაგან ერთ-ერთია, თუმცა ამ ორ ფეხბურთელს ჯერ-ჯერობით თავდამსხმელის მომავალზე არ უსაუბრიათ.

მარლონი გუშინდელი მატჩით კმაყოფილი იყო და შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა: “ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა მნიშვნელოვანია ასევე გავაგრძელოთ, თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ და გუნდის შესაძლებლობების მაქსიმუმს მივაღწიოთ.”

როგორც ნეიმარის თანამემამულე, მარლონი დარწმუნებულია, რომ თავდამსხმელი “ბარსელონაში” დარჩება. “ჩემთვის, ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ვიმედოვნებ, ის ჩვენთან დარჩება.”

“ნეიმარს დარჩენაში დარწმუნება არ სჭირდება, ის ისედაც ჩვენთან ერთადაა და აქ დარჩება.” – განაცხადა მარლონმა, რომელმაც ასევე ნათელი გახადა, რომ ის ნეიმარის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში