მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sky Sports: “არსენალი” რაფინიაზე შეთავაზებას ამზადებს

Sky Sports: “არსენალი” რაფინიაზე შეთავაზებას ამზადებს

“არსენალი” “ბარსელონას” ფეხბურთელის, რაფინია ალკანტარას გადასაბირებლად იბრძოლებს. Sky Sports-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი კატალონიელთა ხელმძღვანელობას უკვე დაუკავშირდა ნახევარმცველის ტრანსფერზე, რომელსაც ბოლო ოთხი თვეა მარჯვენა მუხლის ტრავმა აწუხებს.

რაფინიამ სეზონი კარგად დაიწყო და 28 მატჩში 7 გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა შემდეგ მისი განვითარება კვლავ ტრავმებმა შეაფერხა.

ინგლისური მედია იმასაც იუწყება, რომ “ბარსელონა” არ აპირებს მოლაპარაკებების დაწყებას 30 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხად. მისმა ძმამ, ტიაგომ კლუბი 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა და ეს კატალონიელებს სანანებელი გაუხდათ. კლუბი ჯერ კიდევ ცდილობს ნახევარდაცვის გაძლიერებას და მთავარ ვარიანტებად ვერატი და პაულინიო განიხილებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში