კატალონიის “ბარსელონას” ამ ზაფხულის მთავარი სამიზნე, შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსისა” და არგენტინის ნაკრების ფორვარდი, პაოლო დიბალა გაახდეს.
აქამდე “ლურჯ-ბროწეულისფრები” “პარი სენ-ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი იყო, თუმცა ფრანგებმა კატალონიელების ყველა შემოთავაზება დაბლოკეს.
მოგეხსენებათ, რომ ვერატის ახალი აგენტი მინო რაიოლა გახდა. ფრანგული L’Equipe-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი პსჟ-სთან უკვე ახალ კონტრაქტზე აწარმოებს მოლაპარაკებებს და, სავარაუდოდ, მალე გაახანგრძლივებს.
რაც შეეხება 23 წლის არგენტინელს ფეხბურთელს, “ბლაუგრანა” მზადაა საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადოს დიბალას სანაცვლოდ.

