მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სილესენი “ბარსელონაში” დარჩენას აპირებს

სილესენი “ბარსელონაში” დარჩენას აპირებს

“ბარსელონას” ჰოლანდიელმა გოლკიპერმა, იასპერ სილესენმა “კრისტალ პალასში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც მოგეხსენებათ, ინგლისურ კლუბს ფრანკ დე ბური ხელმძღვანელობს. სწორედ ჰოლანდიელმა მწვრთნელმა მიიწვია 2011 წელს სილესენი “აიაქსში”.

“ფრანკთან არ მისაუბრია, დიახ, ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ არ გვქონია კონტაქტი. რა თქმა უნდა, მის ზარს ვუპასუხებ, მაგრამ “კრისტალ პალასში” არ გადავალ. მე ძალიან ბედნიერი ვარ “ბარსელონაში”. – განაცხადა სილესენმა.

იასპერ სილესენი “ბარსელონაში” გასული წლის ზაფხულში, ამსტერდამის “აიაქსიდან” გადავიდა. 28 წლის ფეხბურთელმა კატალონიური კლუბის მაისურით 10 მატჩი ჩაატარა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში