“ბარსელონამ” “ლივერპულს” ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად მიმართა.
კატალონიური კლუბი მზად იყო ბრაზილიელის სანაცვლოდ 70 მილიონი ფუნტი გადაეხადა, მაგრამ ინგლისელებმა “ბლაუგრანა” უარით გაისტუმრეს.
“ლივერპულის” ხელმძღვანელობამ ესპანეთის ვიცე-ჩემპიონს შეუთვალა, რომ ნახევარმცველი არ იყიდება.



