ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ”ალმერიასთან” მატჩისთვის მზადება დაიწყო.
დღეს ”სიუტატ ესპორტივაზე” ფეხბურთელებმა ჩაატარეს პირველი ვარჯიში იმ დაგეგმილი სამიდან, რომელიც საჭიროა ”ალმერიასთან” თამაშისთვის მოსამზადებლად. ვარჯიშში მონაწილეობა თვრამეტმა ფეხბურთელმა მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ ვარჯიშს არ ესწრებოდა ბოიან კრკიჩი, რომელსაც პრობლემები აქვს კუჭზე. მეორეს მხრივ აღსანიშნავია, რომ დაბრუნდა ხოსე პინტო, რომელსაც ასევე კუჭის პრობლემები ჰქონდა.
ტრამვირებული ფეხბურთელები
სხვა ფეხბურთელებთან ერთად მოედანზე გამოცხადდა დანი ალვესი, რომელიც ცალკე გადიოდა ფიზიკურ მომზადებას. ვარჯიშებში მონაწილეობა არ მიიღეს ასევე ტრამვირებულმა პუიოლმა და ხეფრენმა. ისინი რეაბილიტაციის კურსს გადიან.
ახალი სახელები ”ბარსა ბ”-დან
პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს ”ბარსელონა ბ”-ს მოთამაშეებმა ვიქტორ ვასკესმა, ბარტრამ, მუნიესამ, როჩინამ, ბენხამ, მონტოიამ, აბრაჰამ, ტელომ და საულმა, რომლებიც ხოსეპ გვარდიოლამ გამოიძახა.
შემდეგი ვარჯიში
შემდეგი ვარჯიში ჩატარდება ხვალ, ესპანეთის დროით 11:00 საათზე, დახურულ კარს მიღმა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ გვარდიოლა პრესის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ შეკითხვებს უპასუხებს.