ესპანურმა პრესამ კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს პირველი სამუშაო კვირა შეაჯამა.
აღმოჩნდა, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ახალ თავკაცს ხოსეპ გვარდიოლასთან უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე ლუის ენრიკესთან. 53 წლის სპეციალისტმა ამ კვირის სესიებზე უპირატესობა ბურთთან მუშაობასა და აქტიურ პრესინგს მიანიჭა.
ზაფხულში “ბარსელონამ” პირველი გუნდისთვის ჟერარ დეულოფეუ და ნელსონ სემედუ გაიფორმა. ახლა კლუბის რადარზე იტალიელი ნახევარმცველი, მარკო ვერატი იმყოფება, რომლის წასვლას პსჟ-ს ხელმძღვანელობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება. 2017/18 წლების სეზონის დასაწყისში კატალონიური გრანდი მადრიდის “რეალს” ესპანეთის სუპერთასისთვის შეებრძოლება.




მერე მაგას რა ჯობია მიდი ვალერა მიაწექი
კაია თან პირველივე კლასიკო უნდა მოიგოს და პირველი თასი გუნდთან ერთად!
ვალვარდეს ძალიან მეიმედება ჭკვიანი კაცია..ისე დეულოფეოს დაბრუნებას ვილიამსი მოეყვანა ბილბაოდან უფრო მივესალმებოდი მაგ ტრანსფერს..
ვერატიი და მანოლასი და ვეგარავინ გაგვაჩერებს მერე
მაგარია ვალვერდე